თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, დღეს მეორე ამხანაგურ-საკონტროლო მატჩი გამართა – ჩვენი გუნდი უზბეკეთის სუპერლიგის მესამეადგილოსანს, ალმალიქის აგმკ-ს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან გოლები რატი არდაზიშვილმა და შოთა შეყილაძემ გაიტანეს.