საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს მეორე ტესტ-მატჩი გამართა და მესამელიგელი “თბილისი სითი” დიდი ანგარიშით, 6:2 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან დუბლით ბრაზილიელი ახალწვეული ნათან ჟუნიორი და ლაშა კოხრეიძე გამოირჩნენ, თითოჯერ კი მეტოქის კარში ბურთები ცოტნე კაპანაძემ და გიორგი ხაბულიანმა გაიტანეს.