ბაშელას დებიუტი!
გუშინ საქართველოს ახალგაზრდულმა (U-21) ნაკრებმა ევრო 2019-ის მეორე შესარჩევი მატჩი გამართა და დანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან 2:5 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა სკ „თელავის“ შემტევ ნახევარმცველ ნიკოლოზ ბაშელეიშვილს – ბაშელეიშვილი 79-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მან ესპანური „ალკოიანოს“ შუახაზელი ლადო მოხევიშვილი შეცვალა.
გია გეგუჩაძის გუნდმა დანიელებთან ამ შემადგენლობით ითამაშა: კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69).
მორიგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 11 ოქტომბერს გამართავს და სტუმრად ფარერის კუნძულების 21-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება