გაცნობებთ, რომ 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შეკრებაზე რჩეულთა შორის პირველად იხმო საფეხბურთო კლუბ „თელავის“ 19 წლის მეკარე ლუკა სანიკიძე, რომლისთვისაც ეს გამოძახება სადებიუტოა.12 და 16 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩს გამართავს – გია ცეცაძის გუნდი ჯერ ფინეთს ესტუმრება, მერე კი პოლონეთს.
სკ „თელავი“ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ლუკა სანიკიძეს, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე.
️ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან და პოლონეთთან მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბათუმი), ლუკა სანიკიძე (თელავი);
მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი), დავით კობოური (დინამო თბილისი), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)
ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)