ბოლნისის “სიონთან” 2:0 მოგებული მატჩი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა:

პირველ რიგში, კიდევ განვმეორდები და ვიტყვი: ჩვენ ვთამაშობთ თელავისთვის და მინდა, ეს გამარჯვება “თელავის” ყველა გულშემატკივარს მივულოცო. რა თქმა უნდა, აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის და თავდადებისთვის…

რაც შეეხება თამაშს, ვიცოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა, “სიონი” თავისთავად, მოსაგებად გამოვიდოდა მოედანზე, ჩვენ კი ჩვენს შანსს დაველოდეთ…

მართალია, შეხვედრა ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, მალევე გამოვასწორეთ და რაც მთავარია, მოვიგეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ – თამაშიდან თამაშამდე ვემზადებით და ვცდილობთ, რომ ყოველ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ.

სკ “თელავის” პრესსამსახური