“გურია” 1:1 “თელავი”
გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა !!!
ლანჩხუთის “ევგრაფი შევარდნაძეზე”, “გურიასთან” პლეი ოფის საპასუხო მატჩში ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი დადეს, ითამაშეს, იბრძოლეს და…
თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ, ვინაც პირველ მატჩში უიღბლობის გამო ვერ გაიტანა, პირობა შეასრულა, გასატანი ლანჩხუთში გაიტანა, ერთობ მნიშვნელოვანი გოლი…
მადლობა “ნიქაბ”!
მეკარე ლუკა სანიკიძე კი პირდაპირ ვიტყვით, გმირია – ლუკამ 88-ე წუთზე პენალტი აუღო ლანჩხუთელ დავით მეგრელიშვილს და გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო!
მადლობა ლუკა!
და მთავარი – მადლობა ბიჭებო, თქვენ ეს შეძელით!!!
ცხადია, მადლობა სკ “თელავის” გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდს მრავლად ჩამოჰყვნენ ლანჩხუთში და მთელი თამაშის მანძილზე გულიანად და ენერგიულად ამხნევებდნენ ბიჭებს!
საქართველოს XXIX ჩემპიონატი
II ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
3 დეკემბერი. ლანჩხუთი. 13:00. “ევგრაფი შევარდნაძე”. 2 000 მაყურებელი
“გურია” 1:1″თელავი”
0:1 ნიქაბაძე (44), 1:1 ტყემალაძე (80)
88-ე წუთზე მეგრელიშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
“თელავი”: სანიკიძე, მურველაშვილი, თოლორდავა, მოსემღვდლიშვილი, ჯიქია (მარაქველიძე 53), მ. ბაშელეიშვილი, ნოზაძე (ბერიაშვილი 89), გოგოლიძე, ნ. ბაშელეიშვილი, ხარებაშვილი (კუკუჯანაშვილი 82), ნიქაბაძე
სათადარიგონი: ზუროშვილი; ქუცურუა, გალახვარიძე, იმედაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილება: მ. ბაშელეიშვილი (18), ხარებაშვილი (43), თოლორდავა (74), მოსემღვდლიშვილი (78), ნიქაბაძე (90)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი (თბილისი)
სფფ-ის დელეგატი: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი)