გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად მარტვილში, “მურთაზ ხურცილავაზე” 3:2 დაამარცხა წყალტუბოს “სამგურალი” და მიჯრით ზედიზედ მე-5 შეხვედრაში (“დილასთან” თასის მატჩის ჩათვლით) გაიმარჯვა.
თელაველთაგან დუბლით ვაკო გოგოლიძე გამოირჩა, კიდევ ერთი გოლი კი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.
ახლა სკ “თელავს” აქტივში 41 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილშიც მე-2 ადგილზე აინაცვლა.
მორიგ, 26-ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 28 სექტემბერს, შინ ჩაატარებს და “გივი ჩოხელზე” თბილისის “ნორჩი დინამოს” უმასპინძლებს.
მადლობა ბიჭებო!
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XXV ტური
24 სექტემბერი. მარტვილი. 16:00 საათი. “მურთაზ ხურცილავა”
“სამგურალი” 2:3 “თელავი”
0:1 გოგოლიძე (15), 1:1 ლაღაძე (19), 1:2 გოგოლიძე (36), 1:3 ხარებაშვილი (65), 2:3 ჩხეტიანი (70)
“სამგურალი”: 99 ნონოსი, 5 ბიბილაშვილი, 32 ენდელაძე (33 ღონღაძე’69), 2 კაკუშაძე, 13 ბანძელაძე, 14 შალამბერიძე, 20 ხარაბაძე (37 ლიპარტელიანი’51), 23 ლაღაძე, 3 ჭეიშვილი (8 ბრეგვაძე’46), 10 გოგუაძე, 7 ჩხეტიანი
სათადარიგონი: 1 ნუცუბიძე; 6 გოგიჩაიშვილი, 17 კილაძე, 30 საღრიშვილი
მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
“თელავი”: 21 სანიკიძე, 4 მარაქველიძე, 15 აფაქიძე, 3 თოლორდავა, 5 ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი, 37 ჭელიძე, 20 გოგოლიძე (6 ნოზაძე’76), 77 რუხაძე (16 ტვილდიანი’88), 99 ნიქაბაძე (33 ხარებაშვილი’59)
სათადარიგონი: 1 მამადოვი; 8 კუკუჯანაშვილი, 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილება: ჩხეტიანი (86), ხარებაშვილი (90+4), ხარებაშვილი (90+5)
გაძევება: ხარებაშვილი (90+5)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)