დასრულდა მატჩი
„ცხინვალი“ 2:0 „თელავი“
ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“ გამართა სკ „ცხინვალთან“ და 0:2 დამარცხდა.
ჩვენს გუნდს აქტივში 42 ქულა დარჩა, გათამაშების ცხრილში კი მე-5 ადგილზე დაქვეითდა.
მორიგ, 28-ე ტურის შეხვედრას სკ „თელავი“ სტუმრად გამართავს და ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:00 საათი.
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XXVII ტური
7 ოქტომბერი. მცხეთა. 16:00 საათი. „მცხეთა პარკი“
„ცხინვალი“ 2:0 „თელავი“
1:0 ცერცვაძე (39), 2:0 მაღალდაძე (90)
„ცხინვალი“: 89 კერესელიძე, 8 ვარძელაშვილი (14 კიკნაძე’79), 99 ღიბრაძე, 11 მეტრეველი (10 ბარაბაძე’76), 5 ცერცვაძე, 4 ლაცაბიძე, 24 კაჭკაჭიშვილი, 3 ყურშავიშვილი, 7 მაღალდაძე, 27 ლობჯანიძე, 77 წივწივაძე (23 ნემსაძე’57)
სათადარიგონი: 1 ლეგაშვილი; 18 თათხაშვილი, 22 ბერაია, 88 კოშაძე
მწვრთნელი: რობერტო ლანდი
„თელავი“: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი (3 თოლორდავა’73), 15 აფაქიძე, 37 ჭელიძე, 4 მარაქველიძე, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი (11 დვალი’58), 8 კუკუჯანაშვილი, 20 გოგოლიძე, 77 რუხაძე (6 ნოზაძე’67), 99 ნიქაბაძე
სათადარიგონი: 1 მამადოვი; 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი, 28 ჭვრიტიძე
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილება: კერესელიძე (74), ღიბრაძე (82)
მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)