დღეს, 19 ივლისს, საფეხბურთო კლუბ „თელავს“ დაარსებიდან 2 წელი შეუსრულდა!

ორი წლის წინ რეგიონალლიგაში დაიწყო ისტორია კლუბისა, რომელმაც თელავს ფეხბურთი დაუბრუნა, სტადიონს კი – გულშემატკივარი!

ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით მოგებული რეგიონალლიგა, მერე ლიგა 3-და ლანჩხუთის „გურიასთან“ გამართული დაუვიწყარი საპლეიოფო მატჩები და ახლა უკვე ეროვნული ლიგა 2…

🇬🇪️ სკ „თელავის“ დევიზი მკაფიო და ნათელია – პროფესიონალიზმი და საქმისადმი სწორი მიდგომა, მიზანი კი კონკრეტული: იყოს წარმატებული და ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატის უძლიერესთა ლიგაში, განავითაროს ინფრასტრუქტურა, ჩამოყალიბდეს საფეხბურთო აკადემია და საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს მიაწოდოს კვალიფიციური ფეხბურთელები!

წარმატებები სკ „თელავს“!