ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ჩვენს გუნდს აქტივში 47 ქულა დარჩა და კვლავაც მე-5 ადგილზეა.
მორიგ, 35-ე ტურის შეხვედრას სკ „თელავი“ 2 დეკემბერს, სტუმრად გამართავს და თბილისში „ნორჩი დინამოს“ შეხვდება.
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. 34-ე ტური
27 ნოემბერი. თელავი. 14:00 საათი. „გივი ჩოხელი“
„თელავი“ 0:1 „სამგურალი“
0:1 საღრიშვილი (73)
„თელავი“: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი (4 მარაქველიძე’79), 37 ჭელიძე, 5 ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 6 ნოზაძე, 7 მ. ბაშელეიშვილი (2 მაისურაძე’79), 9 იოსელიანი (8 კუკუჯანაშვილი’75), 10 ნ. ბაშელეიშვილი, 77 რუხაძე, 20 გოგოლიძე
სათადარიგონი: 1 მიქავა; 3 თოლორდავა, 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
„სამგურალი“: 99 ნონოსი, 2 კაკუშაძე, 3 ბოტაკა, 5 ბიბილაშვილი (17 კილაძე’85), 6 გოგიჩაიშვილი, 7 ჩხეტიანი (33 ჩიხლაძე’84), 8 ბრეგვაძე, 9 ბანძელაძე, 13 ახვლედიანი, 14 შალამბერიძე, 30 საღრიშვილი (20 ხარაბაძე’82)
სათადარიგონი: 1 სვანიძე; 23 ლაღაძე, 32 ენდელაძე, 37 ლიპარტელიანი
მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
გაფრთხილება: ნოზაძე (68)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)