ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და თბილისის “დინამოსთან” 0:3 დამარცხდა.
“თელავი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში უდიდესი დანაკლისით იყო – ჩვენს გუნდს კორონავირუსით დაინფიცირებული 10 ფეხბურთელი აკლდა და იგივე მიზეზით შეთხელებული იყო სამწვრთნელო შტაბიც.
სკ “თელავს” აქტივში 5 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-7 ადგილზეა.
მორიგ, მე-6 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ შაბათს, 3 აპრილს სტუმრად გამართავს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 17:00 საათი.
“თელავი” 0:3 “დინამო”
0:1 მარუშიჩი (63), 0:2 სპორკსლედე (69), 0:3 რადინი (72)
“თელავი”: სანიკიძე, კაპანაძე, თევზაძე, ბერიაშვილი, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ინჯგია, აშორტია (პაბლო 72), გაბისკირია, შეყილაძე, პერეირა
სათადარიგო: რევაზიშვილი
მწვრთნელი: ბესიკ აბულაძე
“დინამო”: კვასხვაძე, ხვადაგიანი (ხარაბაძე 73), პაპავა, მონხილი, სპორკსლედე (წოწონავა 78), მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 73), გაგნიძე (კუცია 78), კობოური, რადინი, მარუშიჩი, გაბედავა (ახვლედიანი 73)
სათადარიგონი: მიგინეიშვილი; ქარდავა, კეიტა, იაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: ხვადაგიანი, ჯანელიძე, კაპანაძე, რადინი, გაბისკირია
მსაჯი: ირაკლი ხერხაძე