ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, შოთა შეყილაძე, რევაზ ინჯგია და ცოტნე კაპანაძე საქართველოს ახალგაზრდულ (U-21) ნაკრებში გამოიძახეს.
21-წლამდელთა ნაკრები, 8-დღიან შეკრებას გაივლის, რომელიც 4 ივნისს დასრულდება.
ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს ჩვენი გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელი – მეკარე ლევან თანდილაშვილი და თავდამხსმელი გიორგი ხაბულიანი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებში იხმეს.
19-წლამდელთა შეკრება ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება და 31 მაისს დასრულდება.
წარმატებები ბიჭებო, წარმატებები ნაკრებს!