თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, დღეს ბოლო ტესტ-მატჩი გამართა ყაზახეთის პრემიერლიგის მე-7 ადგილოსან ყიზილორდას “ქაისართან” – ფრე 1:1.
ჩვენი გუნდიდან “ქაისარის” კარში ერთადერთი ბურთი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა – ლაშამ საჯარიმოდან ღონივრად დასცხო და მეტოქის მეკარე უსაქმოდ დატოვა.
ყაზახებთან მატჩით, სკ “თელავმა” თურქული შეკრება დაასრულა და ჩვენი გუნდიც ხვალ სამშობლოში დაბრუნდება.