საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს მეორე ტესტ-მატჩი გამართა და საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” 2:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები ლაშა კოხრეიძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.
სკ “თელავი” დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში დღესაც შერეული შემადგენლობით იყო, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შანსი დღესაც ყველას მისცა და როგორ ტონუსშიცაა ახლა “თელავი”, მწვრთნელის კომენტარიც მოგვიანებით…
სკ “თელავის” პრესსამსახური