საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს მეოთხე ტესტ-მატჩი გამართა და დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში სკ “სამტრედია” 2:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები გურამ გოშთელიანმა პენალტით და ბიძინა მახარობლიძემ გაიტანეს.
“სამტრედიასთან” მატჩით სკ “თელავმა” მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ახლა 26 თებერვალს, ეროვნული ლიგის I ტურში, თბილისის “ლოკომოტივს” სტუმრად დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდის მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის კომენტარი მოგვიანებით…
სკ “თელავის” პრესსამსახური