საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მეორე მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში დაიწყო და დღეს პირველი ამხანაგურ – საკონტროლო მატჩი გამართა – ჩვენმა გუნდმა რუსეთის I ლიგის მერვეადგილოსანი, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი” 2:1 დაამარცხა.
“თელავის” შემადგენლობა რუსებთან შერეული იყო და გუნდმაც ორივე ტაიმში ჩინებულად ითამაშა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
ჩვენი გუნდიდან გოლები თორნიკე ძოწენიძემ და ლუკა სოსიაშვილმა გაიტანეს – ძოწენიძემ იმედა აშორტიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ შეაგდო, სოსიაშვილმა კი საჯარიმოში მეტოქის მცველთა არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა.