თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, დღეს მორიგი ტესტ-მატჩი გამართა – ჩვენი გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის მე-6 ადგილოსანს, თალდიყორღანის “ჟეტისუს” დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
“ჟეტისუს” კარში ბურთები შოთა შეყილაძემ, ლაშა შერგელაშვილმა და რევაზ ინჯგიამ გაიტანეს.