საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თავკაცობით, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და თბილისის “შევარდენი 1906” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ბურთები ნოდარ თუთაშვილმა, გიორგი კვერნაძემ, იმედა აშორტიამ და მასუაბი კოტომ გაიტანეს.
“თელავი” დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში დღეს შერეული შემადგენლობით იყო, ჭელიძემ შანსი ყველას მისცა – იყვნენ ძველებიც, პოტენციური ახალწვეულებიც და გასინჯვაზე მყოფებიც.
სკ “თელავის” პრესსამსახური