საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ცნობილი გახდა გადადებული მატჩების გამართვის თარიღები.

სკ “თელავი” წყალტუბოს “სამგურალს” ოთხშაბათს, 6 აპრილს შეხვდება, ხოლო ხუთშაბათს, 14 აპრილს ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება – ორივე მატჩი, რა თქმა უნდა, თელავში, “კავკასიონი არენაზე” გაიმართება.

სკ “თელავის” პრესსამსახური