გაცნობებთ, რომ 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შეკრებაზე რჩეულთა შორის პირველად იხმო საფეხბურთო კლუბ „თელავის“ 19 წლის მეკარე ლუკა სანიკიძე, რომლისთვისაც ეს გამოძახება სადებიუტოა.43371605_884113611976180_7043932075530911744_o12 და 16 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩს გამართავს – გია ცეცაძის გუნდი ჯერ ფინეთს ესტუმრება, მერე კი პოლონეთს.

cropped-41869871_870332690020939_6110643129583403008_o.jpgსკ „თელავი“ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ლუკა სანიკიძეს, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე.

 ️ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან და პოლონეთთან მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

 მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბათუმი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

 მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბილისი), დავით კობოური (დინამო თბილისი), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

 ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბილისი)

 თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)