ბოლნისის “სიონთან” 2:0 მოგებული მატჩი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა:
… პირველ რიგში, კიდევ განვმეორდები და ვიტყვი: ჩვენ ვთამაშობთ თელავისთვის და მინდა, ეს გამარჯვება “თელავის” ყველა გულშემატკივარს მივულოცო. რა თქმა უნდა, აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს ბრძოლისთვის და თავდადებისთვის…
… რაც შეეხება თამაშს, ვიცოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა, “სიონი” თავისთავად, მოსაგებად გამოვიდოდა მოედანზე, ჩვენ კი ჩვენს შანსს დაველოდეთ…
… მართალია, შეხვედრა ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, მალევე გამოვასწორეთ და რაც მთავარია, მოვიგეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ – თამაშიდან თამაშამდე ვემზადებით და ვცდილობთ, რომ ყოველ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ.
სკ “თელავის” პრესსამსახური