“რუსთავთან” მატჩი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა:

მეორე ამხანაგური თამაში იყო და ვგრძნობ, რომ ბიჭები პროგრესირებენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. რა თქმა უნდა, გვაქვს ჯერ კიდევ ხარვეზები, მაგრამ მინდა, ბიჭებს მთლიანობაში მადლობა მოვუხადო გაწეული მძიმე შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის – ყველანაირად ცდილობენ, თამაშის დროს მინდორზე ზედმიწევნით გადაიტანონ ის, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ.

 ახალწვეულებით კმაყოფილი ხართ თუ ჯერაც ისევ ძიების პროცესში ვართ?

მიხარია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლაც კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, რაც გუნდს აშკარად დაეტყო. პლუს, ჯერ კიდევ გვაქვს იმის დრო, რომ კვალიფიციური ფეხბურთელები კიდევ დავიმატოთ. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ასე ვიტყვი: ამ ეტაპზე, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა, არც უკმაყოფილო ვარ – ყველა შეძლებისდაგვარად იხარჯება და მუშაობს. რა თქმაუნდა, ყველასგან გაცილებით მეტს ველოდები და ვხვდები, აშკარად მეტი შეუძლიათ. ჩემი პრინციპი ერთია: შრომას მაქსიმალურად მოვითხოვ ყველა მოთამაშესგან და მინდა, ბოლომდე დაიხარჯონ.

სკ “თელავის” პრესსამსახური