“სპაერთან” მატჩი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ შეაფასა:
… მესამე ამხანაგური მატჩი გვქონდა და მარცხის მიუხედავად, მთლიანობაში ძალიან კარგი და სასარგებლო სპარინგი გამოვიდა – სამწუხაროდ, იყო ძალიან ბევრი შეცდომები და ნათლად დავინახე ხარვეზები…
… სამუშაო, ჯერ კიდევ საკმაოდ გვაქვს და ჩვენი საზრუნავიც ახლა ისაა, რომ ეს შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ჩემპიონატსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ…
… ერთი სიტყვით, მოსამზადებელი პერიოდი გრძელდება, მთლიანობაში გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ ველოდებით და ბირთვიც უკვე საბოლოოდ გამოიკვეთება…
სკ “თელავის” პრესსამსახური