გულშემატკივართა საყურადღებოდ❗️

ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სტადიონზე გულშემატკივართა დასწრება კვლავ აიკრძალა – ამიერიდან მატჩებზე დასწრებას, მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირები შეძლებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალი, სპეციალური პროტოკოლის თანახმად, მატჩზე მყოფ პირთა რაოდენობა გულისხმობს, როგორც უშუალოდ მოთამაშე გუნდების წევრებს, ასევე მატჩზე მომსახურე პერსონალს, მედიას და სხვა ოფიციალურ პირებს

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, კვლავ შეუძლებელი ხდება ტრიბუნებზე გულშემატკივართა დასწრება – ვიმედოვნებთ, რომ ქომაგები ყოველივეს გაგებით მოეკიდებით, რადგან გადაწყვეტილება პირველ რიგში თქვენი, გულშემატკივრების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ისახავს მიზნად

? სკ “თელავის” პრესსამსახური ✍️

 #m2 #Crocobet #Jako #Aversi #SkyTel #VoyageTour #HolidayInn #SoloStudio #Malina #GFDF