დასრულდა მატჩი
„ვიტ ჯორჯია“ 0:3 „თელავი“
გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ისტორიაში პირველად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალშია!
სკ „თელავმა“ დღეს მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“ თასის მეოთხედფინალში დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა თბილისის „ვიტ ჯორჯია“ და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.
თელაველთაგან გოლები ილია ბერიაშვილმა, ვაკო გოგოლიძემ და მიხეილ ბაშელეიშვილმა გაიტანეს.
ბოლოს კი გეტყვით, რომ თასის ნახევარფინალში „თელავის“ გარდა თბილისის „დინამო“ (ლანჩხუთის „გურია“ სტუმრად 5:0 დაამარცხა) და „გაგრა“ (სტუმრად ბათუმის „მეტას“ 1:0 მოუგო) ითამაშებენ, კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა კი მოგვიანებით, 24 ოქტომბერს გაირკვევა, ქობულეთის „შუქურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრაში.
მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის და თავდადებისთვის!
მადლობა გულშემატკივრებო მხურვალე და გულიანი ქომაგობისთვის
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი
მეოთხედფინალი
3 ოქტომბერი. მცხეთა. 15:00 საათი. „მცხეთა პარკი“
„ვიტ ჯორჯია“ 0:3 „თელავი“
0:1 ბერიაშვილი (32), 0:2 გოგოლიძე (62), 0:3 ბაშელეიშვილი (71)
„ვიტ ჯორჯია“: 1 შეროზია, 3 კამლაძე (21 კაკუშაძე’69), 4 გეთიაშვილი, 5 ჩაკვეტაძე, 16 კიკნაველიძე (29 კურმაშვილი’46), 23 საჯაია (7 ღუდუშაური’53), 27 დავლაშელიძე, 18 ვასაძე, 6 მოსიაშვილი, 19 კვარაცხელია, 15 მუსელიანი
სათადარიგონი: 31 ქავთარაძე; 13 ვეკუა, 20 ჩიტიშვილი, 22 მაისურაძე
მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
„თელავი“: 21 სანიკიძე, 13 მურველაშვილი (16 ტვილდიანი’69), 15 აფაქიძე, 37 ჭელიძე, 5 ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი (6 ნოზაძე’77), 8 კუკუჯანაშვილი, 20 გოგოლიძე (4 მარაქველიძე’84), 77 რუხაძე, 99 ნიქაბაძე
სათადარიგონი: 1 მამადოვი; 4 მარაქველიძე, 6 ნოზაძე, 11 დვალი, 12 გალახვარიძე, 16 ტვილდიანი, 28 ჭვრიტიძე
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილება: საჯაია (10), ჩაკვეტაძე (45+1), ბერიაშვილი (51), აფაქიძე (54), რუხაძე (77), კვარაცხელია (77)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი (ქუთაისი)