? დასრულდა მატჩი
„ზუგდიდი“ 0:2 „თელავი“
გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – სკ „თელავმა“ დღეს, ზედა ეწერში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2018 წლის გათამაშების პირველ ეტაპზე ეროვნული ლიგა 3-ის წარმომადგენელი სკ „ზუგდიდი“ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
თელაველთაგან გოლები ახალწვეულებმა, გურამ ლუკავამ (75-ე წუთზე) და ირაკლი რუხაძემ (85-ე წუთზე პენალტით) გაიტანეს.
თასის მეორე ეტაპზე სკ „თელავის“ მეტოქე ხვალ გაირკვევა, როდესაც რუსთავში, იქაურ „ფოლადზე“, ერთმანეთის პირისპირ „რუსთავი 2“ და ვანის „სულორი“ დადგებიან. ეს მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი 2018
I ეტაპი
17 აპრილი. ზედა ეწერი. 15:00 საათი. „ცენტრალური“
„ზუგდიდი“ 0:2 „თელავი“
0:1 ლუკავა (75), 0:2 რუხაძე (85პენ)
„ზუგდიდი“: 1 ეხვაია, 4 ნოდია (8 ქირია’65), 7 ციცხვაია, 11 ფარჯიკია, 15 რუხაია, 18 კირსანოვი, 19 ფხაკაძე (14 ლომია’65), 20 რიგვავა, 77 ბუკია (9 ფენდერავა’86), 88 შაპოვალენკო, 99 კირკიტაძე
სათადარიგონი: 22 ძაგანია; 27 თორდია, 30 შალიკაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფილია
„თელავი“: 21 სანიკიძე, 13 მურველაშვილი, 3 თოლორდავა, 5 ბერიაშვილი, 4 მარაქველიძე, 8 კუკუჯანაშვილი (99 ნიქაბაძე’67), 17 ლენა (11 გალახვარიძე’86), 77 რუხაძე, 28 მარსელო, 33 ხარებაშვილი (6 ნოზაძე’79), 12 ლუკავა
სათადარიგონი: 19 მამალაძე; 9 იოსელიანი, 14 ჯიქია, 18 სილა
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილება: ნოზაძე (80), ლენა (83)
გაძევება: რიგვავა (89)
მსაჯი: დავით სანოძე (ხონი)