ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ „გივი ჩოხელზე“ თბილისის „ნორჩი დინამოს“ უმასპინძლა – ფრე 1:1.
თელაველთაგან გამთანაბრებელი გოლი 52-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეაგდო.
ახლა სკ „თელავს“ აქტივში 42 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილშიც მე-3 ადგილზეა.
ბოლოს გაცნობებთ, რომ მორიგ მატჩებს ჩვენი გუნდი მცხეთაში გამართავს – 3 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალში თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდება, ხოლო 7 ოქტომბერს, ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურში სკ „ცხინვალს“ დაუპირისპირდება.
მადლობა ბიჭებო!
საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XXVI ტური
28 სექტემბერი. თელავი. 16:00 საათი. „გივი ჩოხელი“
„თელავი“ 1:1 „ნორჩი დინამო“
0:1 ბოლქვაძე (37), 1:1 რუხაძე (52პენ)
„თელავი“: 21 სანიკიძე, 4 მარაქველიძე (16 ტვილდიანი’71), 15 აფაქიძე, 3 თოლორდავა, 5 ი. ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი, 37 ჭელიძე, 20 გოგოლიძე, 77 რუხაძე (12 გალახვარიძე’83), 99 ნიქაბაძე (11 დვალი’87)
სათადარიგონი: 1 მამადოვი; 6 ნოზაძე, 8 კუკუჯანაშვილი, 13 მურველაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
„ნორჩი დინამო“: 1 მუჯრიშვილი, 17 ფოფხაძე, 28 თევზაძე, 5 თოდუა, 19 ჯაფარიძე, 88 კაკაშვილი, 14 გოგობერიშვილი, 6 ბოლქვაძე, 11 კახელიშვილი (10 დეისაძე’80), 99 გეწაძე, 9 გ. ბერიაშვილი (33 ფიფია’77)
სათადარიგონი: 32 შეყრილაძე; 4 ჟვანია, 20 ქარქუზაშვილი, 31 მიქელაძე, 77 შენგელიძე
მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
გაფრთხილება: ნიქაბაძე (37), გ. ბერიაშვილი (55), ჭელიძე (57), ი. ბერიაშვილი (66), თოლორდავა (85)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)