FC Telavi - სკ თელავის ოფიციალური გვერდი-ს ფოტო.

დასრულდა მატჩი
„ცხინვალი“ 2:0 „თელავი“

ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“ გამართა სკ „ცხინვალთან“ და 0:2 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს აქტივში 42 ქულა დარჩა, გათამაშების ცხრილში კი მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

მორიგ, 28-ე ტურის შეხვედრას სკ „თელავი“ სტუმრად გამართავს და ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:00 საათი.

საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. XXVII ტური
7 ოქტომბერი. მცხეთა. 16:00 საათი. „მცხეთა პარკი“

„ცხინვალი“ 2:0 „თელავი“
1:0 ცერცვაძე (39), 2:0 მაღალდაძე (90)

„ცხინვალი“: 89 კერესელიძე, 8 ვარძელაშვილი (14 კიკნაძე’79), 99 ღიბრაძე, 11 მეტრეველი (10 ბარაბაძე’76), 5 ცერცვაძე, 4 ლაცაბიძე, 24 კაჭკაჭიშვილი, 3 ყურშავიშვილი, 7 მაღალდაძე, 27 ლობჯანიძე, 77 წივწივაძე (23 ნემსაძე’57)

სათადარიგონი: 1 ლეგაშვილი; 18 თათხაშვილი, 22 ბერაია, 88 კოშაძე

მწვრთნელი: რობერტო ლანდი

„თელავი“: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი (3 თოლორდავა’73), 15 აფაქიძე, 37 ჭელიძე, 4 მარაქველიძე, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი (11 დვალი’58), 8 კუკუჯანაშვილი, 20 გოგოლიძე, 77 რუხაძე (6 ნოზაძე’67), 99 ნიქაბაძე

სათადარიგონი: 1 მამადოვი; 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი, 28 ჭვრიტიძე

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

გაფრთხილება: კერესელიძე (74), ღიბრაძე (82)

მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)