დასრულდა მატჩი
“ჭიათურა” 1:3 “თელავი”
გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო მორიგ გამარჯვებას – სკ “თელავმა” დღეს, საჩხერეში, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მეორე მატჩიც მოუგო “ჭიათურას” და რომ არა 19 სექტემბერს, ხონში “იმერეთთან”, მატჩის მიწურულს არჩათვლილი ნაღდი გოლი და დაკარგული 2 ქულა, ახლა გიორგი დეკანოსიძის შეგირდე
ბს 100-პროცენტიანი შედეგი ექნებოდათ.
თელაველებმა პირველი ბურთი ფაქტობრივად, პირველსავე წ
ამებზე გაიტანეს, როდესაც ვასიკო გოგოლიძის მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლ გადაცემ
ას გიორგი ნიქაბაძე საგოლედ გამოეხმაურა.
პირველი ნახევარიც 1:0 დასრულდა, თუმცა სულ თავისუფლად შეიძლებოდა, ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო, გიორგი ხარებაშვილისთვის
ორჯერ და იმავე ნიქაბაძისთვის მიზანს რომ არ ემტყუნა.
ვერ გავიტანეთ პირველში, მაგრამ გავიტანეთ მეორეში და გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილებმაც ერთი, რომ დამსახურებულად მოიგეს და მეორეც, ადგილობრივი ქომაგებისგან ალალი აპლოდისმენტები დაიმსახურეს – 53-ეზე ხარებაშვილმა იყოჩაღა, მატჩის მიწურულს კი ნიქაბაძემ დუბლი გაიფორმა.
მორიგ მატჩს სკ “თელავი” შინ, მშობლიურ “გივი ჩოხელზე” გამართავს და 26 ოქტომბერს ხონის “იმერეთს” უმასპინძლებს.
საქართველოს XXIX ჩემპიონატი
ლიგა 3. ზედა ჯგუფი. VI ტური
16 ოქტომბერი. საჩხერე. 15:00 საათი. ხელოვნურსაფარიანი სტადიონი. 300 მაყურებელი
“ჭიათურა” 1:3 “თელავი”
0:1 ნიქაბაძე (1), 0:2 ხარებაშვილი (53), 0:3 ნიქაბაძე (83), 1:3 გაგნიძე (90)
“თელავი”: სანიკიძე, მარაქველიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჯიქია, კუკუჯანაშვილი (მ. ბაშელეიშვილი 67), ნ. ბაშელეიშვილი, კალაჯიშვილი (გალახვარიძე 64), ხარებაშვილი (მოსემღვდლიშვილი 80), გოგოლიძე, ნიქაბაძე
სათადარიგონი: ზუროშვილი; მურველაშვილი, ქუცურუა, იმედაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)
სფფ-ის დელეგატი: ოთარ გუნთაძე (ლანჩხუთი)