საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს მეორე ამხანაგურ-საკონტროლო მატჩი გამართა და ბათუმის “დინამოსთან” ფრედ 1:1 ითამაშა.

“თელავი” ამჯერადაც შერეული შემადგენლობით იყო, იყვნენ ახალწვეულებიც და იყვნენ გასინჯვაზე მყოფებიც.

ჩვენი გუნდიდან ანგარიშის გამხსნელი გოლი ირაკლი რუხაძემ შეაგდო – მეკარესთან ფაქტობრივად, პირისპირ დარჩენილ ირაკლის კი ჩინებული საგოლე პასი მიხეილ ბაშელეიშვილმა” დაუხატა”.