გაცნობებთ, რომ ჩვენი გუნდის მეკარე ლევან თანდილაშვილი საქართველოს ჭაბუკთა (U-19) ნაკრებში გამოიძახეს
19-წლამდელთა ნაკრები დღეს გაემგზავრა პორტუგალიაში სამთა ტურნირზე სათამაშოდ და 11-13 ნოემბერს, პორტუს რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ ლოუზადაში ჯერ მასპინძელთა თანატოლ გუნდს დაუპირისპირდება, მერე კი დანიის 19-წლამდელთა ნაკრებს
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (თელავი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი);
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო თბილისი), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო თბილისი), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), ლუკა წულუკიძე (საბურთალო თბილისი);
თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო თბილისი).
წარმატებები ლევან, წარმატებები ნაკრებს!