ფეხბურთის ფედერაციაში დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ჩვენი გუნდი თასის 1/8 ფინალში თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება.

“ლოკომოტივი” – “თელავი” 19 მაისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება