საფეხბურთო კლუბ “თელავის” მეკარე ლუკა სანიკიძე და მცველი თორნიკე ძოწენიძე საქართველოს ახალგაზრდულ (U-21) ნაკრებში გამოიძახეს.
21-წლამდელთა გუნდი 9 და 13 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს – 9 ოქტომბერს, გორში შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 13 ოქტომბერს კი კვლავ გორში,  აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაკრებშია გამოძახებული ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი – ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე U-19 მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ იხმო.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 5 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს შეკრებას და ადგილობრივ კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს
წარმატებები ლუკა, თორნიკე და გიორგი – წარმატებები ორივე ნაკრებს! ✊
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლუკა ლაკვეხელიანი (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ივა გელაშვილი (სპარტა, პრაღა, ჩეხეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი,საქართველო), ლუკა ასათიანი (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო)

ნახევარმცველები:ნიკა ნინუა (პაოკ, სალონიკი, საბერძნეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), რევაზ ინჯგია (რადნიჩკი, ნიში, სერბეთი), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, რიგა, ლატვია)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (ქარაგიუმრუქი, სტამბოლი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო)