ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, 27 წლის აზერბაიჯანელი ნახევარმცველი ვუგარ ბაიბალაევი უკვე თელავშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს – ბაიბალაევი საფეხბურთო კლუბ “თელავში” 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ვუგარ ბაიბალაევი – დაიბადა: 1993 წლის 5 აგვისტოს სუმგაითში; სიმაღლე: 181 სმ; წონა: 73 კგ; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: “საბაილი” (ბაქო, აზერბაიჯანი).
ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ვუგარ ჩვენს დიდ ოჯახში და მრავალი წარმატებები შენს ახალ გუნდთან ერთად!
სკ “თელავის” პრესსამსახური