შაბათს, 20 მარტს თელავში, “კავკასიონი არენაზე” ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში თბილისის “დინამოსთვის” უნდა გვემასპინძლა, მაგრამ ჩვენს გუნდში შექმნილი ეპიდვითარების გამო თამაში გადაიდო.
გადაწყვეტილია: “დინამოსთან” მატჩი 20-ის ნაცვლად პარასკევს, 26 მარტს “კავკასიონი არენაზე” გაიმართება – დასაწყისი 16:00 საათი.
სკ “თელავი” მადლობას უხდის თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გულისხმიერებისთვის და გაგებისთვის, რადგან უეფას დებულებით, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად თუ გუნდი მინიმუმ, 11 მოთამაშეს აგროვებს, მატჩი ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ჩატარდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწინააღმდეგე გუნდი თანახმაა თამაშის გადადებაზე ან მოგვიანებით გამართვაზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაცია ერთპიროვნულად ვერ გადადებდა თამაშს, მათ მეტოქე კლუბთან გვიშუამდგომლეს, მატჩის გადადების და მოგვიანებით გამართვის თაობაზე გადაწყვეტილება კი “დინამოს” ხელმძღვანელობამ მიიღო.
სკ “თელავის” პრესსამსახური