საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, თურქეთში ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება დაასრულა და დღეს სამშობლოში დაბრუნდა.

ანტალიაში ჩვენმა გუნდმა მეორე მოსამზადებელ ეტაპზე 4 ტესტ-მატჩი გამართა: 12 თებერვალს რუსეთის “ნეფტეხიმიკი” 2:1 (თორნიკე ძოწენიძე, ლუკა სოსიაშვილი) დაამარცხა, 14 თებერვალს უზბეკეთის “აგმკ ალმალიქთან” 2:3 (რატი არდაზიშვილი, შოთა შეყილაძე) დამარცხდა, 17 თებერვალს ყაზახეთის “ჟეტისუ” 3:0 (შოთა შეყილაძე, ლაშა შერგელაშვილი, რევაზ ინჯგია) გაანადგურა, 20 თებერვალს კი ყაზახეთის “ქაისართან” 1:1 (ლაშა შერგელაშვილი) ითამაშა.

ერთი სიტყვით, სკ “თელავი” კარსმომდგარი ახალი, 33-ე ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადაა და 28 თებერვალს, ეროვნული ლიგის I ტურში შინ, “კავკასიონი არენაზე” საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” უმასპინძლებს – დასაწყისი 20:00 საათი.