2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩი წყალტუბოს “სამგურალთან”, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო “კავკასიონი არენაზე”, უამინდობის გამო გადაიდო, შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სტუმრად გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში, სამშაბათს, 15 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, საფეხბურთო კლუბ “გაგრას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:00 საათი.