დღეს, 20 იანვარს ჩვენი გუნდი თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე შეიკრიბა და სეზონისთვის მზადებაც ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თავკაცობით დაიწყო.
გუნდი ხვალიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და წვრთნაც ინტენსიურად გაგრძელდება – ბუნებრივია, მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგურ-საკონტროლო მატჩებსაც გავმართავთ.
სკ “თელავის” შემადგენლობა, მიუხედავად, გუნდიდან წასული რამდენიმე ფეხებურთელისა, ახლაც საკმაოდ სოლიდურია – მრავლად გვყავს “ძველები”, გვყავს პოტენციური ახალწვეულებიც და გასინჯვაზე მყოფებიც.
ახალწვეულთა ვინაობას პერიოდულად შეიტყობთ, როდესაც დასრულდება გუნდის დაკომპლექტება და ფეხბურთელებიც ხელშეკრულებას გააფორმებენ.
სკ “თელავის” პრესსამსახური