საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩი ქუთაისის “ტორპედოსთან”, რომელიც 20 მარტს თელავში, “კავკასიონი არენაზე” უნდა გამართულიყო, უამინდობის გამო გადაიდო – შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” სტუმრად, ბათუმში გამართავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩში, შაბათს, 2 აპრილს “აჭარაბეთ არენაზე”, ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი.