FC Telavi - სკ თელავის ოფიციალური გვერდი-ს ფოტო.
„თელავი“ 0:1 „ტორპედო“

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ „გივი ჩოხელზე“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და უშეღავათო, დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი მორიგ შეხვედრას 11 ნოემბერს გამართავს და ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს – დასაწყისი 14:00 საათი.

მადლობა ბიჭებო ბრძოლისა და თავდადებისთვის – თასის ნახევარფინალში გასვლით თქვენ უკვე შექმენით ისტორია!

მადლობა თქვენ გულშემატკივრებო, რომლებიც დღეს მრავლად იყავით სტადიონზე და მთელი შეხვედრის მანძილზე ენერგიულად და გულიანად, ხმის ჩახლეჩამდე ქომაგობდით საყვარელ გუნდს!

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი
1/2 ფინალი

7 ნოემბერი. თელავი. 14:00 საათი. „გივი ჩოხელი“

„თელავი“ 0:1 „ტორპედო“
0:1 აზაცკი (10)

„თელავი“: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი, 3 თოლორდავა, 37 ჭელიძე, 14 ჯიქია, 7 მ. ბაშელეიშვილი, 6 ნოზაძე (2 მაისურაძე’86), 8 კუკუჯანაშვილი (9 იოსელიანი’78), 20 გოგოლიძე, 77 რუხაძე, 99 ნიქაბაძე (10 ნ. ბაშელეიშვილი’50)

სათადარიგონი: 1 მამადოვი; 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი, 28 ჭვრიტიძე

მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

„ტორპედო“: 89 კვასხვაძე, 18 გეგეჭკორი, 30 კობახიძე, 13 აზაცკი, 24 მარინი, 77 გიგაური, 27 ჰლინკა, 22 დოლიძე, 23 ქიმაძე (10 კუხიანიძე’73), 19 კუტალია (7 დაფე’85), 31 ლაჩნი (9 კაპანაძე’66)

სათადარიგონი: 25 ქვილითაია; 4 ჭიჭინაძე, 6 ცინცაძე, 33 ფურცხვანიძე

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)