ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა თბილისის “საბურთალოსთან” – ფრე 1:1
ჩვენი გუნდიდან გამთანაბრებელი გოლი იუბილარმა ირაკლი რუხაძემ მე-17 წუთზე შეაგდო, როცა ფირუზ მარაქველიძის მარჯვენა ფლანგიდან ბრწყინვალედ ჩაკიდებულ ბურთს, ვარდნაში მძლავრი თავური შეაგება და სტუმართა მეკარე უსაქმოდ დატოვა
სკ “თელავს” ახლა აქტივში 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა
მორიგ, მე-15 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სამშაბათს, 3 ნოემბერს სტუმრად თბილისში გამართავს და” მიხეილ მესხზე” საჩხერის” ჩიხურას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 14:00 საათი
თელავი 1:1 საბურთალო

0:1 მარგველაშვილი (8), 1:1 რუხაძე (17)

“თელავი”: სანიკიძე, ძოწენიძე, ბერიაშვილი, დიმიტროვსკი, მარაქველიძე, მ. ბაშელეიშვილი, ნ. ბაშელეიშვილი, ბაჩიაშვილი, პოღოსიანი (ჯიქია 75), მოისწრაფიშვილი (სამუშია 73), რუხაძე

სათადარიგონი: თანდილაშვილი; თოლორდავა, მოსიაშვილი, კოშკაძე, კანდელაკი

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

“საბურთალო”: ლ. კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი, ტერა, ალთუნაშვილი, მაჭარაშვილი (ჟარდელი 86), ბუმალი, გულიაშვილი (დ. კუპატაძე 90+8), ბ. ქავთარაძე

სათადარიგო: ჭიჭინაძე

მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

გაფრთხილება: ქავთარაძე, რუხაძე, მ. ბაშელეიშვილი, მ. ბაშელეიშვილი, ლ. კუპატაძე, რუხაძე, ლ. კუპატაძე, პოღოსიანი, მალი

გაძევება: მ. ბაშელეიშვილი (90+3), რუხაძე (90+6), ლ. კუპატაძე (90+6)

მსაჯი: ნინუა