ეროვნული ლიგის ბოლო, მე-18 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა ქუთაისის “ტორპედოსთან” – ფრე 1:1
ჩვენი გუნდიდან გამთანაბრებელი გოლი მატჩის მიწურულს, გულშემატკივრების მიერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა მიხეილ ბაშელეიშვილმა გაიტანა
ამრიგად, სკ “თელავმა”, აქტივში 24 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სადებიუტო სეზონში, 32-ე ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა
მადლობა ბიჭებო, მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, მადლობა გულშემატკივრებს – გვჯერა, რომ რა თქმა უნდა, აწ უკვე განვლილ სეზონში მეტი შეგვეძლო, მაგრამ სადებიუტო წელს ჩვენი მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთის ელიტაში ღირსეული მონაწილეობა და თამაში იყო!
“თელავი” 1:1 “ტორპედო”
0:1 პონომარი (27), 1:1 ბაშელეიშვილი (90+4)
“თელავი”: თანდილაშვილი, ბაჩიაშვილი (სამუშია 64), თოლორდავა, დიმიტროვსკი, ჩუკურა (მოისწრაფიშვილი 46), მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ჯიქია, კანდელაკი (რუხაძე 46), ჩაბრაძე, კვასოვი
სათადარიგონი: რევაზიშვილი; კრაევი, ძოწენიძე
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
“ტორპედო”: შოვნაძე, ტაბატაძე (ადამაძე 46), მირცხულავა, ბოჭორიშვილი, ნადარაია, ჯანელიძე, იონანიძე, ფურცხვანიძე, გოგუაძე (ტუღუში 57), შარვაშიძე, პონომარი (კვერნაძე 80)
სათადარიგონი: ასათიანი; თოდუა
მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
გაფრთხილება: შოვნაძე
მსაჯი: აფციაური