ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ახალი სეზონისთვის მზადებას 12 იანვარს დაიწყებს
ჩვენი კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა და გუნდი ოფიციალურად გრიგოლ ჩაბრაძემ, ცოტნე მოსიაშვილმა, რაფაელ ჩუკურამ, ალექსანდრე კოშკაძემ, გურამ სამუშიამ, ჰოვანეს პოღოსიანმა და კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ დატოვეს
სკ “თელავი” მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს – მადლობა ბიჭებო თქვენ ყველას, გვერდში დგომისთვის და განსაკუთრებული მადლობა შენ, კაპიტანო: გუნდის დაარსების დღიდან, რომ ჩვენთან იყავი, საფეხბურთო საქართველომ, რომ ჩვენგან გაგიცნო და საფეხბურთო კლუბ “თელავის” აღმასვლის და წარმატებების უშუალო მონაწილე და ერთ-ერთი შემოქმედი ხარ!
რაც შეეხება სავარაუდო მომსვლელებს, გეტყვით, რომ კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული სატრანსფერო საქმიანობაში და მათ ვინაობას უახლოეს მომავალში შეიტყობთ.