საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩი შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და ბათუმის “დინამოსთან” 1:3 დამარცხდა
სკ “თელავს” აქტივში 14 ქულა დარჩა და გათამაშების ცხრილში ამწუთისთვის მე-6 ადგილზეა
მორიგ, მე-13 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს გამართავს და სტუმრად, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:00 საათი
“თელავი” 1:3 “დინამო” ბათუმი
1:0 მ. ბაშელეიშვილი (49), 1:1 ნიქაბაძე (57), 1:2 ობოაბონა (81), 1:3 ჯიღაური (85)
“თელავი”: სანიკიძე, მარაქველიძე (კვასოვი 85), ძოწენიძე, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ბაჩიაშვილი, ნ. ბაშელეიშვილი (სამუშია 78), მოისწრაფიშვილი (რუხაძე 41), კოხრეიძე
სათადარიგონი: თანდილაშვილი; ბერიაშვილი, ჯიქია, კოშკაძე, პოღოსიანი, კანდელაკი
მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე