გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – დღეს, საფეხბურთო კლუბ “თელავის” მეორე გუნდი, “თელავი 2” (მწვრთნელი ვეფხო ტარუღაშვილი) პირველად ჩაერთო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში და პირველი ეტაპის მატჩში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ქუთაისის “მართვე” დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები გივი გაბრიელაშვილმა (28-ე წუთი), გიორგი ტალახაშვილმა (42-ე წუთი), გუგა პაპაშვილმა (55-ე და 82-ე წუთები), ავთანდილ ჩახმახაშვილმა (84-ე წუთი) და გიორგი ხანჯალიაშვილმა (90+1 წუთი) გაიტანეს.
“თელავი 2”: რევაზიშვილი, არუთინოვი (ავბეწაშვილი 80), ძამუკაშვილი, ტალახაშვილი, პაპაშვილი, ჩახმახაშვილი, ბერუაშვილი, გაბრიელაშვილი, ჯავახიშვილი, ხანჯალიაშვილი, გოზალიშვილი (გიორგობიანი 67).
თასის მეორე ეტაპზე ჩვენი გუნდი კვლავ შინ ითამაშებს და 26 მაისს საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდება.