საფეხბურთო კლუბმა “თელავმა”, მოსამზადებელ ეტაპზე დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და საგარეჯოს “გარეჯი” 4:3 დაამარცხა.
“თელავმა” “გარეჯთან” შერეული შემადგენლობით ითამაშა, იყვნენ ახალწვეულებიც და იყვნენ გასინჯვაზე მყოფებიც – ჩვენი გუნდიდან კი გოლები ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა, ლუკა სოსიაშვილმა, იმედა აშორტიამ და გიორგი ხაბულიანმა გაიტანეს.