- ლოკომოტივი 1:1 თელავი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ბოლოსწინა დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ლოკომოტივსა და თელავს შორის გაიმართა. გუნდებმა ორივე ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში ითამაშეს. იყო ბევრი სახიფათო მომენტი როგორც ერთი ისე მეორე გუნდის კარში, მაგრამ ამის მიუხედავად შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მატჩის 61-ე წუთზე მასპინძლებმა გიორგი გაბაძის მიერ გატანილი გოლით ანგარიშიც გახსნეს. გიორგი ჭიაბრიშვილი ახლოს იყო პირველი თამაშის მოგებასთან, თუმცა თამაშის 81-ე წუთზე ლოკომოტივის კარში დანიშნულმა პენალტმა მოცემულობა შეცვალა. ირაკლი რუხაძემ მამარდაშვილის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.
7 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე6 ადგილზეა. თელავი კი 10 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.