გაზეთ “ლელოს” და Lelo.ge-ს ვერსიით, 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XI ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ჩვენი გუნდის კაპიტანი ანტონ თოლორდავა (სეზონში მესამედ) მოხვდა.

… გავრისკავთ და დავწერთ: ანტონისთვის მიმდინარე სეზონი საუკეთესოა მის კარიერაში. ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ ცენტრალური მცველი და კაპიტანი მთავარი ფიგურა იყო – სწორედ მისი დუბლით მოიგო “თელავმა”. გარდა ამისა, დასაფასებელია ისიც, რომ კახელებმა კარი “მშრალად” შეინახეს, რაშიც ასევე სოლიდური წვლილი შეიტანა – Lelo.ge

სიმბოლური (4-4-2): პრიეტო (დინამო თბ) – მალი (დინამო თბ), თოლორდავა (თელავი), რეხვიაშვილი (დინამო ბთ), კალანდარიშვილი (სამგურალი) – მოსიაშვილი (დილა), ოსიყმაშვილი (დინამო თბ), ლ. ნონიკაშვილი (საბურთალო), ი. ტაბატაძე (საბურთალო) – სიხარულიძე (საბურთალო), რუხაძე (სამგურალი).