საფეხბურთო კლუბ “თელავის” მცველი ცოტნე კაპანაძე საქართველოს ახალგაზრდულ (U-21) ნაკრებში გამოიძახეს.
21-წლამდელთა ნაკრები 16 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს და ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო);
მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი B, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).
წარმატებები ცოტნე, წარმატებები ნაკრებს!