ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ლაშა კოხრეიძემ და ლუკა სოსიაშვილმა დატოვეს.

22 წლის ლაშა კოხრეიძე კარიერას თბილისის “საბურთალოში” გააგრძელებს, ხოლო 23 წლის ლუკა სოსიაშვილი იჯარის წესით ზუგდიდის “დინამოში” ითამაშებს.

სკ “თელავი” მადლობას უხდის ზემოხსენებულ ორივე ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს.

სკ “თელავის” პრესსამსახური